ჩვენ ვაცნობიერებთ და ვაღიარებთ, რომ კომპანიის სიძლიერე კომპანიის თანამშრომლებია და მხოლოდ მათი მეშვეობით არის შესაძლებელი კომპანიის მიზნების განხორციელება მის მიერ აღიარებული ღირებულებების დაცვით. კომპანიის ყველა სპეციალისტი, რომელიც პროფესიულ მომსახურებაზე არის პასუხისმგებელი სერტიფიცირებული პროფესიონალი ბუღალტერია.

 

 

 გიორგი ნიქაბაძე 

დირექტორი, აუდიტორი, კომპანიის პარტნიორი. ბაფ-ის ნამდვილი წევრი და პროფესიონალი ბუღალტერი ACCA-ის პროგრამით - 2014 წლიდან (სერტიფიკატი). ბიზნესის სხვადასხვა სფეროში (საფინანსო სექტორი, წარმოება, მომსახურება) პროფესიული მუშაობის 8 წლიანი (მათ შორის შიდა აუდიტორისა და აუდიტორის თანამდებობაზე მუშაობის 5 წლიანი) და პედაგოგიური საქმიანობის 3 წლიანი გამოცდილება. რეგისტრირებულია აუდიტორთა სახელმწიფო რეესტრში და მინიჭებული აქვს ინდივიდუალური სახელმწიფო ნომერი - SARAS - A -948702.  SARAS. gov.ge

 

                                                                                                                                                                                                                                                                                                                  

                      რუსუდან ჟორჟოლიანი

მმართველი პარტნიორი, კომპანიის დამფუძნებელი. ბიზნესის სხვადასხვა სფეროში მუშაობის 37 წლიანი პროფესიული და პროფესიაში პედაგოგიური მუშაობის 20 წლიანი გამოცდილება. ბაფ-ის ნამდვილი წევრი და პროფესიონალი ბუღალტერი - 2000 წლიდან. (სერტიფიკატი) 1995 წლიდან - საქართველოში აუდიტორული საქმიანობის შესახებ კანონის შემოღებიდან - ერთ-ერთი პირველი მოქმედი სერტიფიცირებული და ლიცენზირებული აუდიტორი. ბაფ-ის გამგეობის წევრი, 2018 წლიდან ,,ბაფ"-ის გამგეობის თავჯდომარე, საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის დაარსებიდან იმერეთის რეგიონალური ფილიალის სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელი. 1998 წლიდან - საერთაშორისო სტანდარტებით ბუღალტრული აღრიცხვის სწავლების სერტიფიცირებული ინსტრუქტორი. კომპანია ,,ბიზნესის აკადემიური ცენტრის“ ( baco.ge) დამფუძნებელი პარტნიორი, რამოდენიმე სასწავლო პროგრამისა და პროფესიული სახელმძღვანელოს ავტორი, რომელიც ონლაინ რეჟიმში წარმატებით ახორციელებს აღრიცხვისა და ფინანსების სფეროს სპეციალისტთა მომზადების მრავალ ინოვაციურ პროექტს. რეგისტრირებულია აუდიტორთა სახელმწიფო რეესტრში და მინიჭებული აქვს ინდივიდუალური სახელმწიფო ნომერი - SARAS - A -112451.  SARAS. gov.ge

 

                                                                                                                     

 ამბერკი ნიქაბაძე 

მმართველი პარტნიორი კომპანიის დამფუძნებელი. ბიზნესის სხვადასხვა სფეროში მუშაობის 30 წლიანი პროფესიული  მათ შორის შიდა აუდიტორად და აუდიტორად მუშაობის 20 წლიანი გამოცდილება. ბაფ-ის ნამდვილი წევრი და პროფესიონალი ბუღალტერი - 2000 წლიდან. (სერტიფიკატი) რეგისტრირებულია აუდიტორთა სახელმწიფო რეესტრში და მინიჭებული აქვს ინდივიდუალური სახელმწიფო ნომერი - SARAS - A - 725426.  SARAS. gov.ge

               

                                                                                                                                                   თამაზ სიქტურაშვილი 

აუდიტორი. ბიზნესის სხვადასხვა სფეროში (საფინანსო სექტორი, მშენებლობა. მომსახურება) პროფესიული მუშაობის 14 წლიანი (მ/შორის შიდა აუდიტორისა და აუდიტორის თანამდებობაზე მუშაობის 10 წლიანი), ასევე  სხვადასხვა კომპიუტერული პროგრამებთან მუშაობის და სწავლების (პედაგოგიური) 10 წლიანი გამოცდილება. ბაფ-ის ნამდვილი წევრი და პროფესიონალი ბუღალტერი-2002 წლიდან (სერტიფიკატი) . რეგისტრირებულია აუდიტორთა სახელმწიფო რეესტრში და მინიჭებული აქვს ინდივიდუალური სახელმწიფო ნომერი - SARAS - A -926589.  SARAS. gov.ge

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

თამარ ნიქაბაძე 

იურისტი, კომპანიის პარტნიორი, სამართლის მაგისტრი. სპეციალობის მიხედვით მუშაობის 7 წლიანი და პედაგოგიური საქმიანობის  6 წლიანი გამოცდილება.