ფინანსური ანგარიშგების აუდიტი
ფინანსური ანგარიშგების აუდიტი არის სასარგებლო და მნიშვნელოვანი მომსახურება, რომელიც ფინანსური ანგარიშგების ინფორმაციის მომხმარებლებს აწვდის მაღალი დონის რწმუნებას კომპანიის მიერ წარმოდგენილ ფინანსურ ანგარიშგებაზე, ამასთანავე ეხმარება თავად კომპანიებს, ფინანსური ანგარიშგების შემოწმებასა და მუდმივ გაუმჯობესებაში.
მომსახურების სტილი
ჩვენ გთავაზობთ აუდიტორულ მომსახურებას, რომელიც ეფუძნება აუდიტის საერთაშორისო სტანდარტებს (ISA), კომპანიის აუდიტის ჩატარების მეთოდოლოგიურ სახელმძღვანელოსა და პროფესიული ეთიკის კოდექსს.
ჩვენი აუდიტის მეთოდოლოგია, რომელიც აკმაყოფილებს აუდიტის საერთაშორისო სტანდარტებს ითვალისწინებს ინდივიდუალურ აუდიტორულ მიდგომას, რომელიც ხაზს უსვამს პროექტის წინასწარ დაგეგმვას და თქვენი ბიზნესის მუშაობის სიღრმისეულ შესწავლას. ეს საშუალებას გვაძლევს დავადგინოთ მთავარი ფინანსური რისკები და განვახორციელოთ თქვენი საქმიანობის თავისებურებებზე, ზომაზე და მის ბუნებაზე დაფუძნებული ქმედებები.
ჩვენი მიზანია კლიენტი კომპანია უზრუნველვყოთ ეფექტური და მაღალ ხარისხიანი დამოუკიდებელი აუდიტით, რომელიც სრულდება შეთანხმებულ დროში გამოცდილი პროფესიონალების მიერ.
ლეგალიზაცია
კომპანია ,,აუდიტ-პროფესიონალი“ 2003 წლიდან ახორციელებს აუდიტორულ საქმიანობას, როგორც ლიცენზირებული კომპანია.
2007 წლიდან, როგორც ,,ბაფ“-ის კორპორაციული წევრი ორგანიზაცია ის ჩართულია აუდიტორთა რეესტრში.
2015 წელს კი ,,ბაფ“- ის ხარისხის კონტროლის წარმატებით გავლის საფუძველზე შეყვანილ იქნა სავალდებულო აუდიტის ჩატარების უფლების მქონე აუდიტორთა რეესტრში.
2016 წლის 31 დეკემბრიდან კი ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ მინიჭებული აქვს სდპ აუდიტის ჩატარების უფლებამოსილება. Saras.gov.ge
|