კომპანიის დაარსება
- უდიტორული კომპანია შპს ,,აუდიტ-პროფესიონალი“ ჩამოყალიბდა 2003 წლის 1 ივლისს. კომპანიის დაარსებისას დამფუძნებელთა მთავარი მიზანი იყო, ისეთი ეროვნული კომპანიის ჩამოყალიბება, რომელიც შეძლებდა, როგორც ადგილობრივი, ისე უცხოური კომპანიების მოთხოვნების დაკმაყოფილებას აუდიტორული მომსახურების სფეროში.
|
კომპანიის აღიარება
- კომპანია ,,აუდიტ-პროფესიონალი“ 2007 წლიდან ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის ნამდვილი წევრი ორგანიზაციის - ,,საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის“ - კორპორაციული წევრია.
- კომპანია ,,აუდიტ-პროფესიონალი“ 2015 წელს ,,ბაფ“- ის ხარისხის კონტროლის წარმატებით გავლის საფუძველზე შეყვანილ იქნა სავალდებულო აუდიტის ჩატარების უფლების მქონე აუდიტორთა რეესტრში.
-
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის 29/12/2016წ N454 ბრძანებით შპს ,,აუდიტ პროფესიონალს" მიენიჭა საზოგადოებრივი დაინტერესების პირების (სდპ-ების) ფინანსური ანგარიშგების აუდიტის განხორციელების უფლებამოსილება.Saras.gov.ge
|
რეფორმის საწყისებთან
- კომპანიის დამფუძნებლები - პარტნიორები (1995 წლიდან ახორციელებენ აუდიტორულ საქმიანობას.) კომპანიის დამფუძნებლები საქართველოში ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის აქტიური მონაწილენი არიან.
- ფირმის დამფუძნებელთა უშუალო მონაწილეობით განხორციელდა საქართველოს საწარმოებში ბურალტრული აღრიცხვის რეფორმის პროექტი, რომელიც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) - ის მხარდაჭერით წარიმართებოდა Sibley International - ის, Barents Group - ისა და Carana Corporetion - ის მიერ. კერძოდ ფირმის პარტნიორთა მიერ 2000-2003 წლებში განხორციელდა საქართველოს 40-მდე უმსხვილესი საწარმოს აღრიცხვის კონვერსია საერთაშორისო სტანდარტებით.
|
- ჩვენ ვართ განვითარებაზე ორიენტირებული ქართული აუდიტორული კომპანია!
- ჩვენი წარმატების საწინდარია კომპანიის ფილოსოფია: საიმედოობის, დამოუკიდებლობის და ხარისხის სინთეზი ინოვაციური მიდგომით!
- შედეგი - დროში სწორი გადაწყვეტილება!
- ჩვენი მთავარი ფასეულობაა - პროფესიონალური მომსახურება პატიოსნად და ღირსეულად!
|